კადრირება

ფილმის პირველადი წარმოების პროცესი მოითხოვს გამართულ კადრირებას. ეს  არა მხოლოდ ფილმის წინასწარი ნახვის საშუალებას იძლევა, არამედ დაგეხმარებათ  შეადგინოთ საბოლოო სცენარი სათანადო თანამიმდევრობით. ჩვენ ვქმნით გულდასმით მოფიქრებულ კადრირებას, უზრუნველვყოფთ იდეალურად დაგეგმილ გადაღებებს ვიზუალურად რთული ვიდეოებისთვისაც კი. იმისთვის, რომ კინორეჟისორმა შესძლოს ფილმის სტილისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა, ჩვენ ვსარგებლობთ ნახაზი ილუსტრაციებით, ასევე ვახდენთ ყოველი სცენის ვიზუალიზაციას აუდიოს სინქრონიზაციის შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოკვლევისა და ვიდეოს ღირებულების დადგენის მიზნით.  გაძლევთ საშუალებას გამოავლინოთ პრობლემები და ჩაატაროთ ექსპერიმენტები გადაღებების დასაწყისიდან დასრულებამდე. ჩვენი მაღალკვალიფიციური ოსტატები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის ილუსტრაციების მიწოდებას, ისეთების როგორიცაა მინიატურები, შავ-თეთრი, ფერადი კადრირება  და ა.შ. ჩვენ ვადგენთ რაციონალურ სამუშაო პროცესს ფილმის გრაფიკისა და პროექტის ღირებულების შესაბამისად თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *