რატომ აკრიფა სიჩქარე ინტერაქტიულმა მარკეტინგმა?

ვინაიდან კლიენტი მუდმივად ,,იბომბება’’ სარეკლამო შეტყობინებებთ, ალბათ შეამჩნევდით ცხად ტენდენციას, რომ სულ უფრო მეტ ბრენდს სურს თქვენთან დაგიკავშირება. დღეს კომპანიები ცდილობენ ჩამოაყალიბონ  რეალური კავშირი თავის მომხმარებლებთან და ცნებამ ,, მყიდველის ერთგულება’’ ფართო გავრცელება ჰპოვა. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელმასც ეს ძვრა გახადა შესაძლებელი და მომდევნო სამი არის მათგან მეტად ცნობილი:

 

ეცადე, დაგინახონ 

კომპანია ხელს უწყობს მომხმარებლის ურთიერთქმედებას  ბრენდთან  კარგად მოფიქრებული კონტენტ-მარკეტინგის მეშვეობით, რაც უდაოდ მუშაობს, ინტერაქტიური მარკეტინგი  კლიენტს აძლევს არჩევანის საშუალებას. სწორი ბრენდინგი  მიიპყრობს და ინარჩუნებს კლიენტის ყურადღებას.  საძიებო ოპტიმიზაციის სისტემის (SEO)  მომსახურების გამოყენება  ბაზრის მოთხოვნებსა  და პროდუქტის აქტუალურობაში გათვითცნობიერების მიზნით, დღეისთვის წარმოადგენს სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს.

 

ინფორმაციული მხარდაჭერა

ისევე, როგორც მასმედიის ნებისმიერი საშუალება დღეს, კომპანიები აღიარებენ  ნებისმიერი კონტენტის შეთავაზებული შინაარსის მნიშვნელობას.  ტექსტი, ვებ-ვიდეო, მუსიკალური კლიპები და გრაფიკული გაცვლის ფორმატი წარმოადგენს ინტერაქტიული კონტენტის ნაწილს, ჩართულს ყოველ ხელმისაწვდომ პლატფორმაში. მნიშვნელოვანია, კონტენტი შეივსოს  სხვადასხვა დონიანი სირთულით, რაც საშუალებას მისცემს კლიენტს აირჩიოს ინფორმაციის ის მოცულობა, რომლის წვდომას თავად სურს. ინტერაქტიური მარკეტინგი ხშირადაა განკუთვნილი დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისთვის, მაგალითად კლიენტთა გამოხმაურებისა და პროდუქციის მიმოხილვის  ფორმით, ამგვარად კლიენტის ნდობის მოპოვება უფრო ადვილი ამოცანა ხდება.

 

მონაცემები კლიენტის შესახებ

სულ უფრო მეტი საიტის პროექტირება ხორციელდება ყოველი მომხმარებლის ყურადღების მიპყრობისა და საპასუხო რეაქციის გამოწვევის მიზნით. ეს კეთდება  არამოთხოვნადი ინფორმაციის მინიმუმამდე დაყვანისა და სამომხმარებლო ბაზიდან ღირებული მონაცემების შეკრების მიზნით. ამგვარად, თქვენ შეიძლება შეხვიდეთ საიტზე, სადაც შემოგთავაზებენ მონაწილეობა მიიღოთ ვიქტორინაში ან გამოკითხვაში. პერსონალიზირებული სარეკლამო კომპანიები ხშირად ხდებიან მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემების შეკრების ეფექტური საშუალებები,  ხელს უწყობს ბაზრის სწრაფად ცვლადი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *