ვებ-საიტების მოწყობა

ვებ-საიტის გარეგნული მხარე წარმოადგენს ინტერნეტ-თანყოფნის ყველაზე მნიშვნელოვან თავისებურებას კომპანიის სიდიდის მიუხედავად. მისი უშუალო დანიშნულებაა ასახოს კომპანიის სავაჭრო მარკის ინდივიდუალურობა. საიტის უნდა შეიქმნას განსაკუთრებული და პრაქტიკული მეთოდით ნებისმიერ მოწყობილობაზე კომფორტული მოხმარებისთვის. ჩვენ გთავაზობთ თქვენი მიზნების შესაბამისი ინდივიდუალური ვებ-დიზაინის შექმნას. გთავაზობთ ვიზუალურ მაკეტებსა ინტეგრირებულ უკუკავშირს კლიენტებთან დიზაინის სამომხმარებლო თემის შესაქმნელად, რომელიც ასახავს შეთავაზებულ საქონელს ან მომსახურებას. ჩვენი გუნდი, რომელიც შედგება გამოცდილი დიზაინერებისა და  კონსტრუქტორებისაგან, გთავაზობთ უახლესი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ სხვადასხვა ვებ-გადაწყვეტას გონივრულ ფასად.  ვიძლევით პროექტის სწრაფი განვითარების გარანტიას  და თანამედროვე ვებ-დიზაინის შესაქმნელად ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორიცაა აპლიკაციებისა და  სოციალური მედია პლაგინების თვალყურის დევნება.

ონლაინ მარკეტინგი

კომპანიის ვებ-საიტმა , კლიენტების მიზიდვისა და გაყიდვების ზრდის მიზნით , უნდა მოახდინოს მაღალი კონვერსია. თქვენი საიტისთვის აუცილებელია  ნახვის მაღალი სიხშირე და მაღალი ტრაფიკი, რაც განპირობებულია სპეციალიზირებული მარკეტინგული სტრატეგიით. ინტერნეტ მარკეტინგი თავის თავში აერთიანებს კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც პერსპექტივაში ასრულებს პოტენციური კლიენტების მიზიდვისა და ბრენდის ცნობადობის ფუნქციას.სწორედ ეს არის ჩვენი ონლაინ მარკეტინგული მომსახურების ძირითადი მიზანი. ცვენ გთავაზობთ SEO მომსახურებას თქვენი საიტისთვის შიდა ბმულისა და გვერდობრივი ოპტიმიზაციის შესაქმნელად. საიტის ნახვის სიხშირის გაზრდისთვის ჩვენ , ასევე, ვაწარმოებთ საკვანძო სიტყვებისა და ბმულთა წყობის კვლევას.  სარეკლამო მოდელი ,, გადახდა დაწკაპუნებისთვის’’ ხელს უწყობს მოთხოვნას არსებულ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე რევალენტური ტრაფიკის მოსაზიდად. ეფექტური ,,გამყიდველი’’ სარეკლამო ტექსტის დაწერა   ინტერნეტ რეპუტაციის მართვასთან ერთად, დაგეხმარებათ კომპანიის ბრენდის იმიჯის შექმნაში. ჩვენ გთავაზობთ მარკეტინგულ კომპანიებს სოციალურ ქსელებში ურთიერთზემოქმედ კლიენტებთან ხანგრძლივი კავშირების დასამყარებლად, რაც საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ რეფერალთა რაოდენობის ზრდა. ჩვენ ასევე გთავაზობთ პოტენციური კლიენტების რაოდენობის ზრდაზე ორიენტირებული ელექტრონული ფოსტის მარკეტინგულ მომსახურებას.

მარკეტინგი მასმედიის სფეროში

თქვენი კომპანიის ბრენდის ქმედითობა დასტურდება სოციალური ქსელების პოპულარული საიტების მეშვეობით. ისეთი ინტერნეტ-პლატფორმები, როგორიცა   Twitter და Facebook , უზრუნველყოფენ ორმხრივ კავშირს თქვენს კლიენტებთან. ჩვენ ვატარებთ ეფექტურ სარეკლამო კომპანიას სოციალურ ქსელებში კლიენტთა ინტერესების დასადგენად რეგიონებში, რაც აუცილებელია სამომხმარებლო ბაზაზე და ბრენდის ცნობადობაზე გავლენის მოხდენისათვის. ინტერაქტიური სტრატეგიის შედარებითი ანლიზისა და შეფასებისთვის ვიყენებთ  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სოციალურ ინსტრუმენტებს სოციალური ქსელების რესურსების ავტომატური მართვის, ეფექტურობის თვალყურის დევნებისა და აუდიტისთვის.შედეგად თქვენ იღებთ წარმატებულ პლატფორმას საზოგადოების ჩართვისთვის, რათა გაიზარდოს თქვენი საიტის ვიზიტორთა რაოდენობა. ჩვენ ვავლენთ კონკრეტულ მოთხოვნებს და თქვენს კომპანიას ვაძლევთ გეგმების განხორციელების შესაძლებლობას. ჩვენ შევიმუშავებთ ინტერნეტ-დიზაინისა და ბლოგებისგანვითარების   კამპანიის  სტრატეგიას  თქვენი კომპანიის სავაჭრო მარკის იმიჯის გამყარებისთვის. 

ბანერული რეკლამა ინტერნეტში

ბანერული რეკლამა წარმოადგენს ინტერნეტში ბრენდის ცნობადობის ამაღლების ყველაზე ხელმისაწვდომ საშუალებას.ინტერნეტ-მარკეტინგის მასშტაბისა და თქვენი ბიზნესის სიდიდის გათვალისწინებით ჩვენ ვქმნით სარეკლამო ბანერებს განსაკუთრებული მიზნებით, მაგალითად: პოტენციური კლიენტების ქმედითი მოზიდვა რეგიონებიდან ბანერის დისპლეის გეო-ფოკუსირების მეშვეობით. ქცევითი ფოკუსირება გამოიყენება ტექნილოგიის «cookie» გამოყენებით,რათა ბანერი გახდეს უფრო ფოკუსირებული კლიენტზე. საიტები სარეკლამო მოდელით ,, გადახდა დაწკაპუნებისთვის’’ არის დამხმარე საშუალება მიზნობრივი მარკეტინგის აღნიშნული სახეობისთვის. ჩვენ გთავაზობთ თქვენი კომპანიის მარკეტინგული მიზნების შესატყვის ეფექტურ ბანერ-კომპანიას დინამიური ინტერნეტ ბანერების უზრუნველსაყოფად. ჩვენს საპროექტო ჯგუფს შესწევს უნარი შექმნას სხვადასხვა ტიპის ვიზუალურად მიმზიდველი ბანერები, ისეთი, როგორიცაა სტრატეგიული დისპლეი, ანიმირებული დისპლეი, ვიდეო განცხადება ან გაფართოებადი დისპლეი. ჩვენ გთავაზობთ განცხადებების იდეაურ პოზიციას გვერდების უნიკალური განთავსებით  მიზნობრივი აუდიტორიის პროფილის გათვალისწინებით.

 

ვებ-აპლიკაციები

თქვენი საიტისთვის ვებ-აპლიკაციების დამზადება მოითხოვს სტრუქტურული პროგრამირების მაღალ დონეს და კოდირების სტანდარტებთან შესაბამისობას. თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინფორმაციას ვებ-კონსტრუირებასთან დაკავშირებული უკანასკნელი ტექნოლოგიური მოთხოვნებისა და ტენდენციების შესახებ. კომპლექსური რესურსები აუცილებელია თქვენი მიზნეს-მიზნების შესაბამისი მეტად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების გამოყენების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გთავაზობთ ვებ-აპლიკაციების მომსახურებას წინასწარ შექმნილი არქიტექტურული შაბლონით. ჩვენ ვქმნით მულტი-ბრაუზერებთან თავსებად და მარტივად გამოსაყენებელი ინტერფეისის მქონე ვებ-აპლიკაციებს.   აპლიკაცია, ისევე როგორც სხვა კონფიგურირებადი ასპექტები, იქმნება მარტივად გასაგები საწყისი  კოდის ბაზაზე. პროგრამირების მრავალრიცხოვანი ენისა და  მოდელებისა ხელმისაწვდომობა განპირობებულია იმით, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ხარისხის კონტროლის ტესტირების უმაღლეს დონეს. ჩვენ , ასევე,  უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების ზომებს, შექმნილს შესაბამისობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ყოველი ვებ-აპლიკაცია წარმოადგენს ინსტრუმენტს  შიდა გრაფიკული ინტერფეისის მართვისა და ფრონტალური ფუნქციონირების მოწესრიგების ინსტრუმენტს მაქსიმალურად ეკონომიური მიზანშეწონილობით.

მობილური აპლიკაციები

მობილური აპლიკაციას შეუძლია იდეა აქციოს თქვენი ბიზნეს -მიზნების საუკეთესო გადაწყვეტად. რამდენადაც ინტერაქტიული მოდელის მიზანია უზრუნველყოს აპლიკაციის გამოყენების კომფორტულობა, მობილური აპლიკაციის მარტივი და მიმზიდველი ინტერფეისი ხელს უწყობს უკვე არსებული სამომხმარებლო გამოცდილების განვითარებას. ჩვენ გთავაზობთ მობილური აპლიკაციის შექმნის მომსახურებას. რომელიც დაფუძნებულია კომპლექსურ გადაწყვეტილებებზე, ნიჭიერი კონსტრუქტორებისა და დიზაინერების ჩვენი გუნდის დახმარებით. ჩვენ ვქმნით აპლიკაციების არასტანდარტულ სახეობებს, რომლებიც გამოიყენება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, ისეთებში, როგორიცაა საწარმოები, ელექტრონული კომერცია,  გართობა და ა.შ. ჩვენ გთავაზობთ მობილური აპლიკაციების შექმნის ეკონომიკურად ეფექტურ გადაწყვეტას ისეთი პლატფორმებისთვის, როგორიცაა Android, iOS და Windows მაქსიმალური რეზონანსის მისაღწევად, ასევე,   მაღალეფექტურ სამომხმარებლო აპლიკაციების ინოვაციურ პროექტებს, როგორც ჰიბრიდულს, ასევე  ჩაშენებულს, თქვენი ბიზნესისათვის. ჩვენ ვქმნით მობილურ აპლიკაციებს ,  ინტეგრირებადს ნებისმიერ არსებულ გარემოში, ასევე გაშვების ხელშემწყობ სტრატეგიას პიარის  მიზნით. 

საძიებო სისტემებში საიტის ოპტიმიზაცია (SEO)

ტრაფიკის გაზრდა და პოტენციური კლიენტების მოზიდვა საიტზე მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ინტერნეტში მის აღქმადობაზე. საძიებო ოპტიმიზაცია (SEO) წარმოადგენს თქვენი კომპანიის აღქმადობის მომატებისა და მაღალი ორგანული რეიტინგის ყოვლისმომცველ სტრატეგიას ისეთ საძიებო სისტემებში, როგორიცაა  «Google» და «Bing».  ჩვენ გთავაზობთ  SEO მომსახურების სრულ პაკეტს, შექმნილს საძიებო სისტემებში თქვენი საიტის მაღალი რეიტინგის უზრუნველსაყოფად. ექსპერტთა ჩვენი გუნდი ქმნის სტრატეგიას, რომელიც ემსახურება  მიზნობრივი სამომხმარებლო ბაზის გაზრდას. საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით  ჩვენ გთავაზობთ მცირედანახარჯიან  SEO გადაწყვეტილებას მაღალი რეიტინგის მისაღწევად  წამყვან საძიებო საძიებო სისტემებში. ჩვენ დაგეხმარებით მიიზიდოთ მიზნობრივი კლიენტები, სოციალურ ქსელებში მარკეტინგის, პრეს-რელიზის, ბმულების, კონტენტის და   საკვანძო სიტყვების კვლევისა და ანალიზის  გზით. ხარისხიანი კონტენტის შექმნის და სამომხმარებლო გამოცდილების მაქსიმიზაციის  საფუძველზე ჩვენ უზრუნველვყოფთ ბრენდის ცნობადობის მაღალ ხარისხს.  

საძიებო მარკეტინგი (SEM)

საძიებო მარკეტინგის ინტეგრირებული კამპანია დაგეხმარებათ კონკურენტულ ბაზარზე თქვენი ბიზნესის წინსვლაში. ოპტიმიზაციის მეთოდის გაუმჯობესება აღრიცხვიანობის სარწმუნო მეთოდების გამოყენებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერნეტში კარგი აღქმადობის მიღწევაში.  ჩვენ გთავაზობთ  ფინანსურ შედეგებზე ფოკუსირებულ საძიებო მარკეტინგს. ჩვენ დაგეხმარებით  თქვენს საიტზე  სამომხმარებლო ბაზის მოზიდვისა და მიზნობრივი ტრაფიკის  გაზრდის შედეგიანი მარკეტინგული კამპანიის შექმნაში. ჩვენ აღვადგეთ სარეკლამო კომპანიას ,, საზღაური დაწკაპუნებისთვის’’ (PPC)  კომპანიის უკეთესი აღქმადობის მისაღწევად.  რეალურ დროში მონაცემთა მართვის სისტემა და მოწინავე ანალიტიკური ინსტრუმენტების მოგაწვდიან ინფორმაციას  ყოველი კამპანიის ეფექტურობის შესახებ. ჩვენ ვიყენებთ მოწინავე ინსტრუმენტებს ვებ-ანალიტიკის მიზნით რეგულარულად განახლებადი დაწვრილებითი ანგარიშების წარმოდგენისთვის. ანგარიშიანობის, სხვა ფაქტორთა შორის, დანიშნულებაა მიზნობრივ აუდიტორიაზე ზემოქმედების, რეკლამის საშუალებებისა და გახარჯული დროის  განსაზღვრა. ჩვენ ვფლობთ ღირებულ ინფორმაციას და ვატარებთ მიმდინარე სტრატეგიების ყოველმხრივ ანალიზს ძალისხმევის ოპტიმიზაციისათვის შემდგომი ქმედებების შესასრულებლად.