ხმის დამუშავება

თუ გსურთ გამოიწვიოთ აუდიტორიის გარკვეული  ემოციური რეაქცია, აუცილებლად  უნდა უზრუნველყოთ კავშირის უზადო არხი. ფილმი ან ვიდეო უნდა იყოს ხმისჩამწერ სტუდიაში ჩაწერილი ხმების სწორი შეხამებით. ჩვენ გთავაზობთ ხმის დამუშავების მომსახურებას ერთიანი ხმოვანი პაკეტის შესაქმნელად, ჩვენ ვახდენთ ჩაწერასდა მიქშირებას, აუდიო მასტერინგს, მუსიკის რედაქტირებას, კინო-დუბლიაჟს და ა,შ. ჩვენი სპეციალიზაციაა მხატვრული ფილმების, სატელევიზიო სარეკლამო რგოლების, დოკუმენტური ფილმების, ვიდეო თამაშების და მუსიკალური კლიპების  გახმოვანება . გამოცდილი ინჟინრებისა და მხატვრებისგან შემდგარი ჩვენი გუნდი იყენებს მოწინავე მეთოდებსა და ზეთანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩვენ ორგანიზაციას ვუწევთ მაღალი ხარისხის აკუსტიკის აპარატულ უზრუნველყოფას, ასევე თქვენი ნებისმიერი პროექტის ჩაწერას სტუდიაში. ჩვენ გვყავს ნიჭიერი პროფესიონალების გუნდი  და გვაქვს ხარისხიანი აპარატურა ზუსტი ბგერითი მიქსის მისაღებად, რომელსაც შემდეგ შევთავაზებთ მსმენელს.  

კონცეფცია

პროფესიული კორპორატიული ვიდეოწარმოება მოითხოვს თავდაპირველი იდეის უზადოდ განხორციელებას მზა პროდუქტის მისაღებად. წინასწარი კონცეფციის დამუშავება წარმოადგენს მნიშვნელოვან ასპექტს ნებისმიერი მაღალბიუჯეტიანი კინოპროექტის წარმოების საქმეში. ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რომელშიც მოიცავს  თქვენი კომპანიის ხედვას ჩვენს ინოვაციურ კონცეფციაში. ჩვენ  ვაყალიბებთ ეფექტურ სამუშაო პროცესს პროფესიონალთა გუნდის მიერ  შეკვეთის შესრულებისთვის. ჩვენ ვქმნით სხვადასხვა ვიდეო ფორმატის კონცეფციებს, მარკეტინგული ვიდეოს, სატელევიზიო სარეკლამო რგოლის, ვებ-ვიდეოს, სასწავლო ვიდეოს,  ანიმაციური ან მულტიპლიკაციური გრაფიკის ჩათვლით. ჩვენ გთავაზობთ სპეციალიზირებულ წინასაწარმოო მომსახურებას, შერჩეულს თქვენი კომპანიის მიზნებისა და პროექტის ღირებულების  შესაბამისად. ჩვენ  მივყვებით თქვენს ხედვას და  ვინარჩუნებთ  შინაარსის ძირითად ჩანაფიქრს.

კადრირება

ფილმის პირველადი წარმოების პროცესი მოითხოვს გამართულ კადრირებას. ეს  არა მხოლოდ ფილმის წინასწარი ნახვის საშუალებას იძლევა, არამედ დაგეხმარებათ  შეადგინოთ საბოლოო სცენარი სათანადო თანამიმდევრობით. ჩვენ ვქმნით გულდასმით მოფიქრებულ კადრირებას, უზრუნველვყოფთ იდეალურად დაგეგმილ გადაღებებს ვიზუალურად რთული ვიდეოებისთვისაც კი. იმისთვის, რომ კინორეჟისორმა შესძლოს ფილმის სტილისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა, ჩვენ ვსარგებლობთ ნახაზი ილუსტრაციებით, ასევე ვახდენთ ყოველი სცენის ვიზუალიზაციას აუდიოს სინქრონიზაციის შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოკვლევისა და ვიდეოს ღირებულების დადგენის მიზნით.  გაძლევთ საშუალებას გამოავლინოთ პრობლემები და ჩაატაროთ ექსპერიმენტები გადაღებების დასაწყისიდან დასრულებამდე. ჩვენი მაღალკვალიფიციური ოსტატები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის ილუსტრაციების მიწოდებას, ისეთების როგორიცაა მინიატურები, შავ-თეთრი, ფერადი კადრირება  და ა.შ. ჩვენ ვადგენთ რაციონალურ სამუშაო პროცესს ფილმის გრაფიკისა და პროექტის ღირებულების შესაბამისად თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით.

სცენარის შექმნა

ფილმის საშუალებით თქვენ ამყარებთ ვიზუალურ კონტაქტს, სტრატეგიულად დაგეგმილი დიალოგების მეშვეობით. ეს მიიღწევა მხოლოდ პროფესიონალური სცენარის გამოყენებით, რომელიც  მოიცავს თქვენი შემოქმედებითი ხედვის მატარებელ მიმზიდველ იდეას.    ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას გულდასმით მოფიქრებული სცენარის შექმნაში, რაც წარმოადგენს იდეალურ ფორმულას ეფექტური სიუჟეტური წარმოებისთვის. მწერლების ჩვენი გამოცდილი და ნიჭიერი გუნდი ქმნის სცენარებს სხვადასხვა კინოპროექტებისთვის  სრულფასოვანი სცენარიდან  საქონლის შეთავაზებამდე. ჩვენ ხელს ვუწყობთ სპეციალისტების გუნდს სრულფასოვანი სცენარის შექმნაში, რომელიც ეფუძნება დაწვრილებით სიუჟეტს ან თქვენ მონათხრობს.  ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას ჩავატაროთ საჭირო კვლევები და განვსაზღვროთ მიზნობრივი აუდიტორია , რათა შევქმნათ საბოლოო, გადაღებისთვის მხა პროდუქტი, პროექტების სრულად შეცვლასთან ერთად, გთავაზობთ უკვე არსებული სცენარების რედაქტირების მომსახურებასაც.

მოკლემეტრაჟიანი ფილმები

მართალია, მოკლემეტრჟიანი ფილმი ვერ იტაცებს მაყურებელს დიდ ხნით, მაგრამ თავის მხრივ დგება დროის მცირე მონაკვეთში  ყურადღების მიქცევის პრობლემა. იმისთვის, რომ განხორციელდეს სავარაუდო  გავლენა მიზნობრივი აუდიტორიის აზროვნების პროცესზე, ეფექტურ მოკლემეტრაჟიან ფილმს უნდა გააჩნდეს მიმზიდველი სცენარი, შექმნილი ნიჭიერი გადამღები ჯგუფის მიერ. . ხარისხიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმში დაბალანსებული უნდა იყოს ადამიანური ფაქტორი და  მიმზიდველი ვიზუალური ეფექტები. ჩვენ გთავაზობთ ნიჭიერი გუნდის საექსპერტო პოტენციალს, რომელიც ცდილობს ხორცი შეასხას თავის იდეებს  შესანიშნავ ისტორიებში. ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს , მათ შორის სცენარის დაწერას, ვიდეოს რედაქტირებას, თხრობა და ვიდეოგრაფია  სრულფასოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შესაქმნელად. ჩვენ უზრუნველვყოფთ  ფილმის გამართულ პროექტს  მხატვრული ვიზუალური მიმზიდველობით თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში. 

დოკუმენტური ფილმები

დოკუმენტური ფილმი, რომელიც ყვება წარმტაც ისტორიას , მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონცეფციის აღქმაზე ან სოციალურ მოვლენაზე. მარკეტინგული შეტყობინება  სავარაუდო ზემოქმედებას განახორციელებს წარმოების მაღალი სტანდარტებისა და ინოვაციური ჩანაფიქრების მეშვეობით. გთავაზობთ  დოკუმენტური ფილმების შექმნის მომსახურებას, რომელსიც დაბალანსებულია ჩვენი მხატვრული ვიზუალიზაცია და თქვენი მოთხოვნების წინასწარი კვლევა. თქვენი ხედვის უფრო ზუსტი გამოხატვისთვის ჩვენ ვიყენებთ  ფილმის წარმოებისადმი მეთოდურ მიდგომას. ჩვენ გთავაზობთ საწყისი კონცეფციის შექმნის მომსახურებას: სცენარის დაწერა, კადრირება დადგმის სცენარი. ასევე, გთავაზობთ  გადაღებების შემდგომ მომსახურებას, რაც გულისხმობს ვიდეო რედაქტირებას, აუდიო ინტეგრაციას, თხრობას და ბოლოს პრეს-რელიზსა და გავრცელებას. ნიჭიერი ოსტატების ჩვენი გუნდი ცდილობს შეადგინოს საპროექტო სამუშაოების გრაფიკი თქვენი ბიუჯეტის დათვალისწინებით საბოლოო პროდუქტის შექმნისთვის.

მუსიკალური ვიდეოკლიპი

მუსიკალური ვიდეოკლიპი წარმოადგენს მოვლენათა ხაზის დემონსტაციის ვიზუალური გამოხატვის ერთ -ერთ ფორმას. მიუხედავად სახისა, ვიდეოკლიპმა უნდა ასახოს თქვენი იდეები  ესთეტიკით, რომელიც აგებულია ინოვაციურ ფერთა პალიტრაზე და გადაღებების შესაბამის ადგილზე. ასეთ მუსიკალურ კლიპს შეუძლია სამსახური გაუწიოს  ბრენდს პრომო-აქციის,  ცოცხალი წარმოდგენის ჩანაწერის,   კორპორატიული სწავლების ფილმის სახითაც კი. გთავაზობთ ბალანსს მხატვრულ ამბიციებსა და თქვენს ბიუჯეტს შორის , რათა შედეგად შეიქმნას პროდუქტი, რომელიც დახმარებას გაუწევს ფან-ბაზის შექმნას. ჩვენ გთავაზობთ ვიდეო წარმოების სრულ პაკეტს ისეთი სექტორებისთვის, როგორიცაა კორპორაცია, კომერცია და გასართობი ღონისძიებები. ჩვენი ურთიერთქმედება იწყება კონცეფციის განსაზღვრით, რომელსაც შემდგომში ემატება წარმოების შემდგომი ტექნიკური ასპექტები და პრეს-რელიზი. ჩვენი ნიჭიერი მსახიობების  გუნდი იყენებს ულტრათანამედროვე მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და საწარმოო მოწყობილობებს  მუსიკის ნებისმიერი სტილისთვის.

მართვა

ყველა გემს სჭირდება კაპიტანი.  დირექტორი გაიაზრებს მიწოდებული ფაქტების არსს და ქმნის სცენარს რეალური ცხოვრებიდან. დირექტორს უნდა ჰქონდეს დიდი გამოცდილება აუდიოვიზუალური კინოტრადიციების და ინდივიდუალური სტილის გაგებისთვის. ჩვენ გთავაზობთ კინოგადაღების სხვადასხვა ტიპების რეჟისური მომსახურებას: კორპორატიული ფილმები, დოკუმენტური რგოლები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მუსიკალური კლიპები, და სატელევიზიო სარეკლამო რგოლები.გამოცდილი სპეციალისტები ქმნიან მაღალი ხარისხის სიუჟეტებს და იღებენ პასუხისმგებლობას ფილმის შემოქმედებით ნაწილზე. დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა საწარმოო პროცესის მართვასა და სცენარის შექმნაზე, ტექნიკური ბრიგადის მუშაობასა და პოსტ-პროდაქშენზე. დიტექტორი იცავს წინასწარ შედგენილ საწარმოო გეგმას და ბიუჯეტის გონივრულად განაწილების სქემას.

კინემატოგრაფია

მაღალი ხარისხის კინოწარმოებაში მთავარ როლს ასრულებს  ოპერატორის გამოცდილება. საჭირო კადრის დაჭერა ვიდეო-გადაღების პროცესში მოითხივს განსაკუთრებულ უნარს კინემატოგრაფიის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია სცენის გადაღება ისე, რომ ფილმის გაცოცხლდეს.  ჩვენი  კინემატოგრაფისტები, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და უნარები, ქმნიან საკუთარ განუმეორებელ ვიზუალურ სტილს, ხელს უწყობენ შემოქმედებითი კონცეფციის განვითარების პროცესს და წარმოების პროცესში სრულად მოიცავენ ვიზუალურ კონტენტს. ჩვენ კონსულტაციას ვუწევს წარმოების შემდგომი საკითხების შესახებ, ისეთების , როგორიცაა ფერთა კორექცია.  ჩვენი კინემატოგრაფისტები ახდენენ პროფესიული ეთის დემონსტრაციას,  რათა არ დაირღვეს შესაბამისობა საწარმოო გრაფიკსა და მის ბიუჯეტთან. ჩვენ არჩევანის საშუალებას გიტოვებთ თქვენ , გაწვდით რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს, რაღაც უნიკალურის შესაქმნელად. 

მონტაჟი

რედაქტირება წარმოადგენს რთულ და შრომატევად პროცესს, რომელიც , ასევე, არის ფილმის  მონტაჟის მნიშვნელოვანი ნაწილი.  თქვენ გესაჭიროებათ საიმედო მომსახურება  ვიდეოს, როგორ საბოლოო პროდუქტის რედაქტირებისა და ეკონომიკურად ეფექტური წარმოებისთვის. ვიდეომონტაჟი უნდა შედგებოდეს შემოქმედებითი იდეებისგან და ამავდროულად ითვალისწინებდეს  თქვენს განსაკუთრებულ მოთხოვნებს   სიუჟეტურ- თემატური თხრობის შესაქმნელად. ჩვენ გთავაზობთ რედაქტირების მომსახურებას მონტაჟის თანამედროვე მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მაღალი ხარისხის საბოლოო პროდუქტის, ანუ დასრულებული ფილმის  მისაღებად. ჩვენი ვიდეო რედაქტორები დაამუშავებენ სამუშაო მასალას და შექმნიან უნიფიცირებული ფილმების სიუჟეტებს  კრიტიკული მიდგომით  რედაქტირებული მასალისადმი: ხმა კადრს მიღმა, ფერის კორექცია, ვიდეოს კოდირება, ხმის ჩაწერა, სუბტიტრების შექმნა და ასხვა. ჩვენი შემოქმედებითი შესაძლებლობების წყალობით ჩვენ ვქმნით წარმტაც ისტორიებს.