ფოტოგრაფია

კომერციული ფოტოგრაფია გულისხმობს მაღალ ხარისხიან ვიზუალურ სახეებს , რომლის მიღწევაც შეუძლებელია ჩვეულებრივი გადაღებებით. ფოტოსესიის ხარისხის რეგულირება მოითხოვს დიდ ყურადღებას სპეციალისტებისა, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური ცოდნა  აღნიშნულ სფეროში. პროფესიონალი ფოტოგრაფები ,ასევე, ქმნიან სამრეწველო, საგანმანათლებლო ან პირადი ფოტო პროექტების სხვადასხვა ტიპებს. გამოცდილი ფოტოგრაფების ჩვენი გუნდი გთავაზობთ მომსახურებას კომერციული ფოტოგრაფიის სფეროში.უკანასკნელი თაობისა და მოდელების კამერითა და სხვა ინსტრუმენტებით აღჭურვილნი, ჩვენ  უზრუნველვყოფთ გამოსახულების მაღალ ხარისხს, განკუთვნილს სხვადასხვა სფეროებისთვის: ვებ-საიტების, რეკლამების რედაქტირება, ფოტო- და კორპორატიული ანგარიშები  და სხვა.  ჩვენ გთავაზობთ მართვად გარემოს ფოტო სტუდიაში ფოტოგადაღებების  მრავალრიცხოვანი ინოვაციური და  შემოქმედებითი მეთოდების გამოსაყენებლად.  ასევე გთავაზობთ წარმოების შემდგომ საექსპერტო მომსახურებას: კომპოზიცია, რეტუშირება, ფერთა კორექცია და სხვა. ჩვენ  ყოველ პროექტს ვამუშავებთ  კლიენტის  ბიუჯეტის შეზღუდვებისა და წინასწარ გაგდენილი გრაფიკის  გათვალისწინებით. 

გრაფიკული დიზაინი

გულდასმით შემუშავებული ლოგოტიპი ან საიტის ვიზუალურად მიმზიდველი დიზაინი არის თქვენი კომპანიის ინდივიდუალურობის გამოხატვის მნიშვნელოვანი ასპექტი. პროფესიონალმა გრაფიკულმა დიზაინერმა უნდა გამოიყენოს გადაწყვეტილებები, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენი ორგანიზაციის მარკეტინგის მოთხოვნებს და მიმართულება მისცეს თქვენს  შემოქმედებითი იდეებს კორპორატიულ მოთხოვნათა  გამოსავლენად. ჩვენ გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის მომსახურებას მასობრივი კომუნიკაციის ყველა ხელმისაწვდომ საშუალებაში პირველი შთაბეჭდილების სწორი ფორმირებისათვის. ჩვენ გთავაზობთ ნოვატორულ იდეებს, რომლებიც შექმნილია თქვენი ბრენდის შემდგომი განვითარებისათვის და დაგეხმარებათ იყოთ გამორჩეული. პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერების ჩვენი გუნდი  უზრუნველყოფს დიზაინის უმაღლეს ხარისხს პროგრამული უზრუნველყოფის უკანასკნელი ვერსიების გამოყენებით. ჩვენი სამუშაო პროცესი, დახვეწილი მრავალი წლის მანძილზე, აიოლებს თქვენი ბიზნეს-მიზნების ინტერორეტაციის პროცესს. ჩვენი გრაფიკული მომსახურება მოიცავს: ლოგოს პროექტირებას, 3D- გრაფიკას, საიტის დიზაინს, ბანერების შექნას და სხვ. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ თქვენი კომპანიის ბრენდის იდეალური იმიჯი და  მიმზიდველი გრაფიკული დიზაინი.

2D-3D ანიმაცია

შემოქმედებითი ანიმაციები, შექმნილი უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს კორპორატიული მარკეტინგისა და კლიენტთა მოზიდვის  სფეროში. ინტერაქტიული პრეზენტაციებსა და პროექტებს ახორციელებენ მსოფლიო კლასის ანიმატორები და წარმოადგენენ მთავარ მოწოდებას  კომუნიკაციის ციფრულ  საშუალებებს შორის.   ნიჭიერი მულტიმედიური მხატვრების ჩვენი გუნდის დახმარებით ჩვენ გთავაზობთ ანიმაციის 2D-3D მომსახურებას მხატვრული გამოსახულებებისა და მოძრავი კონსტრუქციების შესაქმნელად. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ გადაწყვეტებს, რომელიც შემუშავებულია თქვენი ბიზნეს-მიზნების შესაბამისად თქვენი ისტორიების ვიზუალურ და ინოვაციურ ეფექტებად გადაქცევის გზით. ასევე გთავაზობთ მომსახურებებს კონცეფციების შექმნიდან კადრირებამდე და ანიმატიკამდე.  ჩვენ  ვახორციელებთ სიმბოლოს პროექტირებას , მინიატურის მოდელირებას, ვიზუალური ეფექტების კონტროლს და კომპოზითინგს, ასევე კომპლექსურ არქიტექტურულ ვიზუალიზაციას. ჩვენ ვქმნით ნათელ, მხატვრულ და არტისტულ ვიზუალურ ეფექტებს  თქვენი საკომუნიკაციო მიზნების მისაღწევად , მიუხედავად იმისა მარკეტინგულია ეს ვიდეო, ვებ-საიტზე შესაყვანი ანიმაცია თუ ინტერაქტიული თამაში.  ვიზუალურად მიმზიდველი ანიმაციის შექმნით ჩვენ ვცდილობთ ქმედითად გადმოვცეთ მარკეტინგული შეტყობინება. 

კინოწარმოების ორგანიზაცია

კინოგადაღებების პროექტის წარმატებით განსახორციელებლად თქვენს კომპანიას ესაჭიროება კოორდინატორები, ექსპერტები და ხელმძღვანელები, რათა გაიოლდეს გადაღებების პროცესი სამუშაო ადგილზე. საწარმოო გრაფიკის შესრულებისას სირთულეების თავიდან ასარიდებლად , ფონური კვლევები, და წინასწარი მოძიება  უნდა შესრულდეს  უშუალოდ ექსპერტის მიერ. იდეალური ადამიანები  ასეთი სამუშაოების ჩასატარებლად არიან ისინი, ვისაც აქვთ წვდომა შესაბამის დაწესებულებებისა და კერძო პირების ფართო ქსელთან. ჩვენ გთავაზობთ კინოწარმოების ორგანიზაციის მომსახურების ფართო სპექტრს  ტელევიზიის, კინოს, კომერციის ან ფოტო გადაღებების სფეროში. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება გართობისა და საექსპერტო კონსულტაციების სფეროში. საწარმოო ამოცანების გამარტივების მიზნით გთავაზობთ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ადგილის შერჩევა, მისი მართვა, ბიუჯეტის შედგენა, ნებართვა სამუშაო პროცესზე, კვება, განთავსება, ტრანსპორტი, მოწყობილობების მიწოდება, ადგილობრივი პერსონალის აყვანა, ასევე, უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურება. ჩვენ კონტროლს ვუწევთ კინოწარმოების მთელ გრაფიკს, ვადგენთ ადგილს გადაღებებისთვის, ვამზადებთ ფინანსურ აღრიცხვიანობას, რათა არ მოვაცდინოთ შემოქმედებითი  ადამიანები.

გადაღებების პერიოდის დაგეგმვა

ფილმის წარმატებული გადაღება გულისხმობს მიზნობრივ აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენას. მაყურებელი უნდა ჩაეფლოს ფილმის წარმოსახვით ატმოსფეროში, რითიც ემორჩილება მისთვის განკუთვნილ ზეგავლენას.  ჩვენ გთავაზობთ პროექტირების საწარმოო მომსახურებას, რათა დაგეხმაროთ სასურველი ფილმის შექმნაში. ჩვენ დაგეხმარებით დააყენო სასურველი ტონი და ეფექტი ფილმის ნებისმიერი ტიპის, მათ შორის მოკლემერტაჟიანის, სარეკლამო რგოლებისა და მუსიკალური ვიდეოკლიპების გადაღებისთვის. შემოქმედებითი სპეციალისტებისგან შემდგარი ჩვენი მრავალპროფილიანი გუნდი ატარებს კვლევებს საკითხის თაობაზე და შეისწავლის თქვენს თავდაპირველ ვიზუალურ კონცეფციას მაკეტის შესაქმნელად. ჩვენი გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტები სტუდიაში აგებენ გადაღებებისთვის მზა დეკორაციების იდეალურ ესკიზს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ვიზუალურ საფუძველს ინოვაციური და პრაქტიკული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენს ბიზნეს -მიზნებს და კინომწარმოებლის ხედვას.

ხმის დამუშავება

თუ გსურთ გამოიწვიოთ აუდიტორიის გარკვეული  ემოციური რეაქცია, აუცილებლად  უნდა უზრუნველყოთ კავშირის უზადო არხი. ფილმი ან ვიდეო უნდა იყოს ხმისჩამწერ სტუდიაში ჩაწერილი ხმების სწორი შეხამებით. ჩვენ გთავაზობთ ხმის დამუშავების მომსახურებას ერთიანი ხმოვანი პაკეტის შესაქმნელად, ჩვენ ვახდენთ ჩაწერასდა მიქშირებას, აუდიო მასტერინგს, მუსიკის რედაქტირებას, კინო-დუბლიაჟს და ა,შ. ჩვენი სპეციალიზაციაა მხატვრული ფილმების, სატელევიზიო სარეკლამო რგოლების, დოკუმენტური ფილმების, ვიდეო თამაშების და მუსიკალური კლიპების  გახმოვანება . გამოცდილი ინჟინრებისა და მხატვრებისგან შემდგარი ჩვენი გუნდი იყენებს მოწინავე მეთოდებსა და ზეთანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩვენ ორგანიზაციას ვუწევთ მაღალი ხარისხის აკუსტიკის აპარატულ უზრუნველყოფას, ასევე თქვენი ნებისმიერი პროექტის ჩაწერას სტუდიაში. ჩვენ გვყავს ნიჭიერი პროფესიონალების გუნდი  და გვაქვს ხარისხიანი აპარატურა ზუსტი ბგერითი მიქსის მისაღებად, რომელსაც შემდეგ შევთავაზებთ მსმენელს.